საშარდე გზებისა და თირკმლის ცენტრი ბავშვთა ნეფროლოგების, უროლოგებისა და პედიატრებისგან დაკომპლექტებული მულტიდისციპლინური სერვისია, რომელიც ამ მიმართულებით 0-დან 18-წლამდე პაციენტებს სრულფასოვან ამბულატორიულ მომსახურებას სთავაზობს.
ბავშვებში საშარდე სისტემის დაავადებები ხშირია. საკმაოდ გავრცელებულია შარდის შეუკავებლობის ეპიზოდები, ხშირი შარდვა, შარდვის გადაუდებელი მოთხოვნილება, საშარდე გზების მორეციდივე ინფექციები და სხვა. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ამ მიმართულებით ყველა სახის თანდაყოლილი თუ შეძენილი პათოლოგიის დიაგნოსტირება–მკურნალობაა შესაძლებელი.
დიაგნოსტიკური მიმართულებით ხელმისაწვდომია ცისტოსკოპია, ურეთროსკოპია, აღმავალი ცისტოურეთროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევები. წარმატებით ხორციელდება ისეთი დაავადებების მართვა, როგორიცაა:
- სასქესო ორგანოების თანდაყოლილი პათოლოგიები;
- საშარდე სისტემის ქრონიკული, შეძენილი თუ თანდაყოლილი დაავადებები;
ნეფროლოგიის განყოფილებას დაუყოვნებლივ მაშინ უნდა მივმართოთ, თუ ბავშვს ისეთი სიმპტომები აღენიშნება, როგორებიცაა კიდურებისა და თვალის უპეების შეშუპება, შარდვის გაძნელება ან სისხლდენა შარდში. მწვავე პაციენტების მართვა და სტაბილიზაცია ჰოსპიტლის პრეროგატივაა, რომლის ფარგლებშიც მათ დიალიზი მიეწოდებათ.
ჰოსპიტალში თირკმლისა და საშარდე გზების პრობლემებისადმი მიდგომა მულტიდისციპლინური მეთოდით ხდება. მაღალკვალიფიციური გუნდი ბავშვებში თირკმლის მწვავე უკმარისობას, თირკმლის გადანერგვას, დიალიზს, საშარდე გზების ინფექციების ალაგმვას, კენჭოვანი დაავადებების, აგრეთვე საშარდე სისტემების ანომალიების მოგვარებას და სხვა ბევრი პრობლემის აღმოფხვრას ამოცანად აყენებენ, რომლის ამოხსნაც წლების გამოცდილებით მარტივდება და ხელს უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობაც უწყობს.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტლის უროლოგიურ დეპარტამენტში ღია და ლაპარასკოპიული წესით, ყველა სახის უროლოგიული ოპერაცია ტარდება
პედიატრიული ასაკში უროლოგიური პრობლემების მოგვარების კუთხით, ჰოსპიტალში სხვადასხვა პათოლოგიას მკურნალობენ, როგორიცაა გავრცელებული
შარდ–კენჭოვანი დაავადებები, ონკოუროლოგიური დაავადებები, ტრანსურეთრული ოპერაციები (შარდის ბუშტზე, შარდსაწვეთზე).
აღსანიშნავია რომ პედიატრიულ ურგენტულ უროლოგიაში მხოლოდ აღნიშნული კლინიკა ახორციელებს პაციენტების მიღებას. აგრეთვე, აქ ტარდება ენდოსკოპიური კვლევები
რაც შეეხება ლაპარასკოპიულ ოპერაციას, მას მიმართავენ ზედა საშარდე გზების (ჰიდრონეფროზი,შარდ—კენჭოვანი დაავადება), ასევე სასქესო სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიების (ჰიდროცელე,ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი,ვარიკოცელე,საზარდულის არხის თიაქარი) დროს.
ღია ოპერაციული წესით კი კეთდება ისეთი რთული თანდაყოლილი პათოლოგიების დაძლევისკენ მიმართული ოპერაციები, როგორებიცაა
- ჰიდრონეფროზი
- ურეთეროჰიდრონეფროზი
- თანდაყოლილი რეფლუქს უროპათია
- თირკმლის კისტოზური დაავადება
- შარდ–კენჭოვანი დაავადება
- შარდის ბუშტის დივერტიკული,ურეთეროცელე,ბუშტ–შარდსაწვეთის სეგმენტის ობსტრუქციული პათოლოგიები
- შარდის ბუშტის ექსტროფია
აღსანიშნავია, რომ ქირურგიული ჩარევა 1 წლამდე ასაკის პატარებში მეტად რეკომენდებულია, მით უფრო მაშინ, როცა თანამედროვე მედიცინაში პრობლემების ჩამონათვალის ასაკი გაახალგაზრდავებულია (უკავშირდება გენეტიკას, ეკოლოგიას თუ სხვა გამომწვევ ფაქტორებს)
რაც შეეხება პოსტოპერაციულ პერიოდს, მცირე ასაკში ის გაცილებით იოლად მიმდინარეობს.