Iashvili Hospital

ტრანსპლანტოლოგიის განყოფილება

ბავშვთა ტრანსპლანტოლოგიის განყოფილება ერთადერთია საქართველოში, რომელიც მცირეწლოვნებსა და მოზარდებს ღვიძლისა და თირკლმის გადანერგვის მძლავრ სერვისს ქვეყნიდან გაუსვლელად სთავაზობს. განყოფილებაში ხორციელდება ასევე ღვიძლის, პანკრეასისა და სანაღვლე გზების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებების ქირურგიული მკურნალობა.

განყოფილება მაღალ დონეზეა განვითარებული და დარგის ყველა თანამედროვე გამოწვევას  უწყობს ფეხს. დღეისათვის გამოყენებული ქირურგიული ტექნოლოგიებითა და მიღწევებით, ტრანსპლანტოლოგთა და ქირურგთა მღალკვალიფიციურმა გუნდმა მრავალი რთული შემთხვევა მართა წარმატებით. მათ შორისაა ღვიძლისა და თირკმლის გადანერგვა ერთი წლამდე ასაკისა და 10 კგმდე წონის პაციენტებისთვის.

ღვიძლის ტრანსპლანტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი დაავადებების დროს:

  • ციროზი;
  • სიმსივნეები, რომლებიც არ ვრეცლდება ღვიძლის გარეთ (HCC);
  • ზოგიერთი სიმსივნე, რომელიც ნელა ვრცელდება ღვიძლში (ნეიროენდოკრინული სიმსივნეები);
  • უეცრად განვითარებული ღვიძლის უკმარისობა;
  • ალვეოლარული კისტოზის მსგავსი ზოგიერთი პარაზიტული დაავადება;
  • ზოგიერთი თანდაყოლილი მეტაბოლური და ჰემატოლოგიური დაავადება;
    (
    თიროზინემია, უილსონის დაავადება, ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის I ტიპი და სხვ.)
  • პოსტტრავმული ღვიძლის ძლიერი დაზიანებები;

თირკმლის უკმარისობის გამომწვევი დაავადებების დროს თირკმლის გადანერგვა, უმეტეს შემთხვევაში, ყველა ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება შესრულდეს. თირკმლის ტრანსპლანტაციის ჩატარება სასურველია შემდეგი პათოლოგიებისას:

  • თანდაყოლილი ანომალიები (აპლაზია, ჰიპოპლაზია);
  • კისტოზური თირკმლის დაავადებები (პოლიკისტოზური თირკმლის დაავადება);
  • გლომერნეფრიტი (MPGN, RPGN და ..);
  • მემკვიდრეობითი დარღვევები (ალპორტის სინდრომი, ფაფრის დაავადება და ა..);
  • თბილინოსტერეციული ნეფრიტი;
  • ვეზიკოურეთერალური რეფლუქსი;
  • ნეიროგენული შარდის ბუშტი;
  • სისხლძარღვთა დაავადებები (ნეფროსკლეროზი, HUS, TTP და ა..);
  • თირკმლის კენჭები;
  • დიაბეტი;
  • ჰიპერტენზია;

032 2 05 15 15

დაგვიკავშირდით

ან