Iashvili Hospital

ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები

ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები (ILD) დარღვევათა ჯგუფია, რომელიც ფილტვის ქსოვილის პროგრესირებად ნაწიბურებს (ფიბროზებს) იწვევს და დამაზიანებელ გავლენას ახდენს ინტერსტიციუმზეალვეოლების (ფილტვის უმცირესი სტრუქტურა, რომელშიც აირთა ცვლა მიმდინარეობსგარშემო არსებულ ქსოვილურ სივრცეზე. ნაწიბურების წარმოქმნის შედეგად რთულდება ფილტვის შეკუმშვა და სისხლის ჟანგბადით მომარაგების პროცესი. ბავშვთა ასაკში დაავადებათა ამ ჯგუფს ბავშვთა ინტერსტიციული დაავადებები ჰქვია (Childhood interstitial liung disease (chILD).

გამომწვევი ფაქტორი ბევრნაირია. მათ შორის უმთავრესია გარემო და პროფესიული ფაქტორები. დაბინძურებული ჰაერი და ზოგიერთი საწარმოო ნივთიერება (მძიმე მეტალები, ქლორის ორთქლი, ამონიუმი, ნაკელი, შაქრის მტვერი) ფილტვის ქსოვილს ყველაზე მეტად აზიანებს. მიზეზებს შორის არის ასევე ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული და სოკოვანი ინფექციები, ზოგიერთი ტიპის დაავადება (წითელი მგლურა, რევმატიული ართრიტი, სარკოიდოზი) და მედიკამენტი (ფსიქიატრიული, კარდიოლოგიური, ანტიბიოტიკები). ზოგ შემთხვევაში, დაავადება თანდაყოლილია.

ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები, ძირითადად, მსგავსი სიმპტომებით ვლინდება. ესენია: მშრალი ხველა, ქოშინი, დაღლილობა და ზოგადი სისუსტე, სწრაფი ან დამღლელი სუნთქვა, ხელისა და ფეხის თითების დაჭიმულობა. დაავადების პროგრესირებისას ქოშინი უფრო და უფრო მკვეთრი ხდება და მცირე ფიზიკური დატვირთვისჩაცმის, საუბრის და ჭამის დროსაც იჩენს თავს. ტიპურია ასევე ხიხინი, გულმკერდის ტკივილი, თითებისა და ფრჩხილების დეფორმაცია.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ფილტვის ინტერსტიციული დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენი კლინიკა ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც პედიატრიული პროფილით სრულფასოვნად უზრუნველყოფს ამ დაავადებების გართულებათა სტაციონარულ მართვას. გართულებებს შორის ხშირია პულმონური ჰიპერტენზია, რაც ფილტვის არტერიების დაზიანებას იწვევს. ასევე, ფიქსირდება გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა, იგივე ფილტვისმიერი გული, სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა და სხვა.


დაავადებათა სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება ინსტრუმენტული კვლევები. მათ შორისრენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, სპირომეტრია და ბრონქოსკოპია. მკურნალობა საჭიროების მიხედვით იგეგმება და მოიცავს როგორც მედიკამენტურ, ისეთერაპიულ პროცესებს (ოქსიგენოთერაპია, სუნთქვითი ვარჯიშები, ფიზიკური დატვირთვა).

ამ დაავადებების სამკურნალო ეფექტური მედიკამენტი არ არსებობს. მკურნალობის ამოცანაა ფილტვის დაზიანების პროგრესირების შენელება ან შეჩერება. ზოგადად, მკურნალობის არჩევანი დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და გამომწვევ მიზეზებზე.