Iashvili Hospital

ყბა-სახის ქირურგია (ამბულატორიული სერვისი)

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ყბასახისა და რბილი ქსოვილების ამბულატორიული დიაგნოსტიკამკურნალობა მძლავრად არის განვითარებული. მიმართულება პედიატრიული პაციენტებისთვის სრულფასოვანი მომსახურების მიწოდებას ითვალისწინებს და დაკომპლექტებულია სტომატოლოგთა და ყბასახის ქირურგთა მაღალკვალიფიციური გუნდით.

დიაგნოსტიკა კლინიკაში მაღალტექნოლოგიურია. ტარდება როგორც პანორამული
რენტგენოგრაფია, ასევეკომპიუტერული ტომოგრაფია.

ამბულატორიულად ხელმისაწვდომ მრავალ სერვისს შორის გამორჩეულია ორთოპედიული სტომატოლოგია. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ტარდება მაღალი სირთულის ორთოპედიული პროთეზირება, რაც პედიატრიული პაციენტებისთვის, ხშირ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალს ქვეყნიდან გაუსვლელად ქმნის.

ამბულატორიულ რეჟიმშია ასევე შესაძლებელი ქირურგიული სტომატოლოგია, რაც მოიცავს რთული კბილების, განუვითარებელი ჩანასახებისა და მაღალი სირთულის ოდონტოგენური პათოლოგიების მკურნალობას.

გარდა ამისა, ამბულატორიული სერვისი მოიცავს პირის ღრუს ისეთ ქირურგიულ ოპერაციებს, რომლებიც კლინიკაში დაყოვნებას არ საჭიროებს. მათ შორის, ხელმისაწვდომია სანერწყვე ჯირკვლების სადინრების პლასტიკა, ენის ქრონიკული ტრავმების, პაპილომა ვირუსის, ფიბრომის, წყლულების, ცისტებისა და სხვა სახის პათოლოგიური წარმონაქმნების მკურნალობა.

 

032 2 05 15 15

დაგვიკავშირდით

ან