Iashvili Hospital

ყბა-სახის ქირურგიის განყოფილება

ყბასახის ქირურგიის განყოფილება პედიატრიულ პაციენტებს სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს. ხელმისაწვდომია სრულფასოვანი ამბულატორიული სერვისი და დღეღამის სტაციონარი. განყოფილებაში პირის ღრუს და ყბასახის მიდამოს გადაუდებელი და გეგმური ქირურგიული მკურნალობა წარმატებით ხორციელდება. ოპერაციები კეთდება როგორც ტრადიციული მეთოდით, ასევეპირს შიდა მიდგომით, რაც პოსტოპერაციული ნაწიბურებისა და ნაკერების არსებობას გამორიცხავს.

უფრო კონკრეტულად, ხორციელდება:

  • ყბის განვითარების თანდაყოლილი/შეძენილი ანომალიების ქირურგიული მკურნალობა;
  • სამწვერა ნერვის და სახის ნერვების პათოლოგიათა ოპერაციული მკურნალობა;
  • ყბასახის მიდამოს ქირურგიული ინფექციების ქირურგია;
  • პირის ღრუსა და ყბასახის მიდამოს სიმსივნეების ქირურგია;
  • ყბასახის მიდამოს პოსტტრავმული დეფორმაციების რეკონსტრუქციული ოპერაციები;
  • სანერწყვე ჯირკვლების დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
  • საფეთქელქვედა ყბის სახსრის დაავადებების ოპერაციული მკურნალობა;
  • პოსტოპერაციული ნაწიბურების ქირურგიული კორექცია/პლასტიკა;
  • ასაკობრივი, რეტენციული კბილების (ეშვები და მე-8 კბილები) მკურნალობა;
  • ყბასახის მიდამოს ანთებითი დაავადებების (ფლეგმონები, აბსცესები, პერიოსტიტები) მკურნალობა და სხვა;


ყბასახის ქირურგიის განყოფილება 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი და პაციენტებს სრულფასოვან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას აწვდის.

032 2 05 15 15

დაგვიკავშირდით

ან