Iashvili Hospital

ხერხემლის ცენტრი

ხერხემლის ცენტრი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში მოქმედი მძლავრი ამბულატორიული სერვისია, რომელიც პედიატრიულ პაციენტებს ხერხემლის პათოლოგიათა დიაგნოსტირებისა და  მკურნალობის სრულფასოვან შესაძლებლობას აძლევს.

დიაგნოსტიკისთვის კვლევის უახლესი მეთოდები გამოიყენება, მათ შორისკომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენოლოგიური და ექოსკოპიური კვლევები. პაციენტის ასაკის, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისა და ჩვენებების გათვალისწინებით ხორციელდება ყველა სახის თანდაყოლილი თუ შეძენილი დაავადებისა და ტრავმული დაზიანების მართვა. მათ შორისაა:

  • ხერხემლის თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციები;
  • ხერხემლის ტრავმული დაზიანებები;
  • ყველა სახის სქოლიოზი, მათ შორისიდიოპათიური, ნეიროფიბრომატული, პოსტტრავმული სქოლიოზი, თანდაყოლილი და სხვა;
  • მალთაშუა დისკის თიაქრები;
  • ნეკნოვანი კუზი და კისერმრუდობა;
  • კიფოზი;
  • არამდგრადი ხერხემალი;
  • კუდუსუნის სხვადასხვაგვარი დეფორმაცია და სხვა.


ბავშვთა ასაკში ყველაზე მეტად გავრცელებული სქოლიოზისა და კიფოზის სამკურნალოდ, ძირითადად, გამოიყენება მკურნალობის ტრადიციული მეთოდები, რაც გულისხმობს სწორ სამკურნალო ვარჯიშებს, მასაჟებს, კორსეტისა და სამაგრების გამოყენებას, სწორად დაგეგმილ რეაბილიტაციასა და მანუალურ თერაპიას. ოპერაციული ჩარევა საჭირო ხდება მაშინ, როდესაც დეფორმაციის ხარისხი 40-45%-ს აჭარბებს.

ხერხემლის ცენტრი ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და მასში გამოცდილი ორთოპედების, ტრავმატოლოგებისა და ვერტებროლოგების გუნდი ერთიანდება. ცენტრს პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ირაკლი ვარძუკაშვილი ხელმძღვანელობს.

032 2 05 15 15

დაგვიკავშირდით

ან