Iashvili Hospital

ექიმები

ჩვენ ვიყენებთ გუნდურ მიდგომას ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად - ერთად ვქმნით უსაფრთხო და მზრუნველ გარემოს.

რადიოლოგი

დავით ფურელიანი

რადიოლოგი

დავით ფურელიანი

დავით ფურელიანი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმი-რადიოლოგია, რომელიც ამავე პოზიციას იკავებს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო და პედიატრიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სწავლა დიაგნოსტიკური რადიოლოგიის მიმართულებით განაგრძო. კვალიფიკაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, სამედიცინო კონფერენციებსა და ტრენინგებზე აიმაღლა. დავით ფურელიანის საექიმო პრაქტიკა 15 წელს აჭარბებს. არის: საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის წევრი;

მეტის ნახვა
რადიოლოგი

ბაია გრძელიძე

რადიოლოგი

ბაია გრძელიძე

ბაია გრძელიძე ახალგაზრდა რადიოლოგია, რომელიც მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს 2025 წელს შემოუერთდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა რეზიდენტურაზე რადიოლოგიის მიმართულებით განაგრძო, შემდეგ კი გაიარა სუბსპეციალიზაციის პროგრამა მაგნიტურ-რეზონანსულ და კომპიუტერულ ტომოგრაფიაში, პარალელურად, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ბაია გრძელიძე უნგრეთში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა. ასევე, გაიარა კლინიკური პრაქტიკები თურქეთის წამყვან კლინიკებში (ათათურქის საუნივერსიტეტო კლინიკა, სამსუნის

მეტის ნახვა
ნეიროქირურგი

არჩილ აგლაძე – MD

ნეიროქირურგი

არჩილ აგლაძე – MD

არჩილ აგლაძე გამოცდილი ნეიროქირურგია და მრავალი წელია, პედიატრიულ პაციენტებსა და მოზარდებში თავის ტვინის ურთულეს ოპერაციებს წარმატებით ახორციელებს. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეირომეცნიერების დეპარტამენტში ის ნეიროქირურგის პოზიციას იკავებს. მედიცინის დოქტორის ხარისხი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე მიიღო. სწავლა ნეიროქირურგიის განხრით უკრაინაში, ჯერ პოსტდიპლომური განათლების ეროვნულ სამედიცინო აკადემიაში, შემდეგ კი აკადემიკოს ა.პ. რომოდანოვის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში განაგრძო.

მეტის ნახვა
რადიოლოგი

ნიკოლოზ საინიშვილი MD, PhD


რადიოლოგი

ნიკოლოზ საინიშვილი MD, PhD


მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორი, ნიკოლოზ საინიშვილი იაშვილის ბავშვთა ჰოსპიტალში რადიოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს. 35-წლიანი გამოცდილების ექიმი მაღალტექნოლოგიურ კვლევებს სთავაზობს ბავშვებსა და მოზარდებს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, რის შემდეგაც სწავლა პროფ. კახიანის საგზაო-კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ტრავმატოლოგიის განხრით განაგრძო. მოგვიანებით, მიიღო სპეციალიზაცია ნეიროქირურგიისა და რენტგენოლოგიის განხრითაც. ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს რადიოლოგიასა და ნეიროქირურგიაში. არის: საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის

მეტის ნახვა
ონკო-ჰემატოლოგი; ტრანსფუზიოლოგი

თამარ ათანასოვი, MD

ონკო-ჰემატოლოგი; ტრანსფუზიოლოგი

თამარ ათანასოვი, MD

თამარ ათანასოვი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს გუნდს 2014 წელს შემოუერთდა. 12-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ონკო-ჰემატოლოგი კლინიკაში ურთულეს პაციენტებს მართავს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. პოსტდიპლომური განათლება ჯერ პედიატრის სპეციალიზაციით მიიღო, მოგვიანებით კი სწავლა ბავშვთა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის მიმართულებით განაგრძო. 2023 წელს მონაწილება მიიღო პრინცესა მაქსიმას ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის სადამკვირვებლო პროგრამაში (უტრეხტი, ნიდერლანდები). თამარ ათანასოვი აქტიურად ეწევა

მეტის ნახვა
ონკო-ჰემატოლოგი

მარიამ აბრამიშვილი, MD

ონკო-ჰემატოლოგი

მარიამ აბრამიშვილი, MD

მარიამ აბრამიშვილი გამოცდილი ონკო-ჰემატოლოგია. მისი პროფესიული მოღვაწეობა იაშვილის ბავშვთა კლინიკიდან 2015 წელს იწყება, როდესაც ის ჯერ კიდევ უმცროსი ექიმის პოზიციას იკავებდა. დღეს ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტში ბავშვთა ჰემატოლოგისა და ტრანსფუზიოლოგის პოსტს იკავებს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფოს სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. სწავლა ჯერ ევექსის პედიატრიის სარეზიდენტო პროგრამაზე განაგრძო, შემდეგ კი ამავე ქსელში რეზიდენტურა ბავშვთა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის

მეტის ნახვა
ზოგადი ქირურგი, ორთოპედი

თინათინ ანთაძე, MD

ზოგადი ქირურგი, ორთოპედი

თინათინ ანთაძე, MD

თინათინ ანთაძე 40-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი და ორთოპედია. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ქირურგისა და ორთოპედის პოზიციებს იკავებს.  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. პოსტდიპლომური განათლება არამიანცის კლინიკაში ჯერ ბავშვთა ქირურგიის, შემდეგ კი სისხლძარღვთა და მიკროქირურგიის კათედრაზე გაიარა და სახელმწიფო დიპლომი ორივე მიმართულებით მიიღო. მოგვიანებით, თინათინ ანთაძემ კვალიფიკაცია ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის მიმართულებით

მეტის ნახვა
კლინიკური საბჭოს ზოგადი ქირურგიის მიმართულების უფროსი

ზვიად ბულისკერია MD

კლინიკური საბჭოს ზოგადი ქირურგიის მიმართულების უფროსი

ზვიად ბულისკერია MD

ზვიად ბულისკერია 47-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ბავშვთა ქირურგია, რომლის პროფესიული მოღვაწეობა იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს 1989 წლიდან უკავშირდება. ამჟამად ის ზოგადი, აბდომინური და თორაკალური ქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. დაამთავრა მინსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ბელარუსი) პედიატრიული ფაკულტეტი. პოსტდიპლომური განათლება ბავშვთა ქირურგიის განხრით მიიღო. მისი პროფესიული მოღვაწეობა ბელარუსში, ბავშვთა ქირურგიის ცენტრში იწყება, სადაც ის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში მუშაობდა. მოგვიანებით,

მეტის ნახვა
ანესთეზიის სამსახურის უფროსი

გიორგი ბეჟაშვილი MD

ანესთეზიის სამსახურის უფროსი

გიორგი ბეჟაშვილი MD

გიორგი ბეჟაშვილი იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ანესთეზიის სამსახურს ხელმძღვანელობს. მან პროფესიული მოღვაწეობა 2014 წლიდან დაიწყო და მისი კარიერული განვითარება სრულად უკავშირდება იაშვილის კლინიკას. დაამთავრა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი სამკურნალო განხრით, დიპლომისშემდგომი სწავლება კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის განხრით განაგრძო. კვალიფიკაცია დასავლეთის ქვეყნების წამყვან პედიატრიულ ჰოსპიტლებში აიმაღლა. მათ შორის, კლინიკური სტაჟირებით იმყოფებოდა იტალიის ქალაქ გენუასა

მეტის ნახვა
ფსიქოლოგი

ეკა ბაძაღუა, MD

ფსიქოლოგი

ეკა ბაძაღუა, MD

ეკა ბაძაღუა 25-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ფსიქოლოგია, რომელიც იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში პედიატრიულ პაციენტებს ფსიქოთერაპიულ სერვისს აწვდის. ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტის ბაზაზე მან ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაცია მიიღო. მოგვიანებით ცოდნა გაიღრმავა არაერთი სამედიცინო სემინარისა და ტრენინგის მეშვეობით. მათ შორის, ფლობს გეშტალტ ინსტიტუტის (თბილისი) და მაშავის ცენტრის (ისრაელი) სერტიფიკატებს. ასევე, გავლილი აქვს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამები

მეტის ნახვა
უროლოგიის სამსახურის უფროსი

პაატა გიორგაძე MD

უროლოგიის სამსახურის უფროსი

პაატა გიორგაძე MD

მედიცინის აკადემიური დოქტორი, პაატა გიორგაძე 37-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე უროლოგია, რომელიც 2018 წლიდან იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს უროლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის პედიატრიული სამედიცინო ინსტიტუტი, რის შემდეგაც კლინიკური ორდინატურა თბილისის სამედიცინო აკადემიის ბაზაზე გაიარა. კვალიფიკაცია დასავლეთის წამყვან კლინიკებში აიმაღლა. მათ შორის – ისრაელისა და ავსტრიის ბავშვთა ჰოსპიტლებში. ასევე, კლინიკური სტაჟირებით იმყოფებოდა ბელარუსში, სადაც

მეტის ნახვა
პედიატრი, ნეონატოლოგი

თამილა გოგიტაძე, MD

პედიატრი, ნეონატოლოგი

თამილა გოგიტაძე, MD

თამილა გოგიტაძე იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გუნდს გახსნის დღიდან შემოუერთდა. 47-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ექიმი ამჟამად პედიატრისა და ნეონატოლოგის პოზიციებს იკავებს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, რის შემდეგაც სწავლა რუსეთში, მოსკოვის პედიატრიის ინსტიტუტში განაგრძო. ასპირანტურა ნეონატოლოგიის მიმართულებით გაიარა. ფლობს სახელმწიფო დიპლომებს პედიატრიისა და ნეონატოლოგიის განხრით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ პროფესიული მოღვაწეობა ბავშვთა მესამე საავადმყოფოში

მეტის ნახვა
ურონეფროლოგიის, რევმატოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის განყოფილების უფროსი

თინათინ დავითაია MD, PhD, Associate Professor

ურონეფროლოგიის, რევმატოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის განყოფილების უფროსი

თინათინ დავითაია MD, PhD, Associate Professor

მედიცინის აკადემიური დოქტორი და თსსუ-ს ასოცირებული პროფესორი, თინათინ დავითაია მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პედიატრიული ნეფროლოგია, რომელიც იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ურონეფროლოგიის, რევმატოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თინათინ დავითაიამ კვალიფიკაცია ევროპის სხვადასხვა წამყვან სამედიცინო ცენტრში აიმაღლა. გავლილი სხვადასხვა ხანგრძლივობის პრაქტიკული და სამეცნიერო სტაჟირება ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია), ტულუზის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში საფრანგეთი,

მეტის ნახვა
კარდიოლოგი

თაკო დევდარიანი, MD

კარდიოლოგი

თაკო დევდარიანი, MD

თაკო დევდარიანი 24-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ბავშვთა კარდიოლოგი და ამავე მიმართულების ხელმძღვანელია. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს გუნდს ის 2016 წლიდან შემოუერთდა. დაამთავრა თბილისის პედიატრიული ინსტიტუტი პედიატრიის მიმართულებით, რის შემდეგაც სწავლა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, ბავშვთა კარდიოლოგიის განხრით განაგრძო. პროფესიული მოღვაწეობა 2003 წლიდან, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაიწყო. თაკო დევდარიანი ამიერკავკასიის მასშტაბით პირველია საკუთარ დარგში, რომელიც ევროპის კარდიოლოგთა

მეტის ნახვა
დერმატოლოგი

თამარ ებანოიძე MD, Full Prof 


დერმატოლოგი

თამარ ებანოიძე MD, Full Prof 


იაშვილის ბავშვთა კლინიკის დერმატოლოგი, თამარ ებანოიძე ევროპისა უნივერსიტეტის სრული პროფესორი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მას სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის 40-წლამდე გამოცდილება აქვს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და პოსტდიპლომური სწავლება დერმატო-ვენეროლოგიის განხრით ექიმთა დახელოვნების აკადემიაში განაგრძო. კვალიფიკაცია საფრანგეთში, ქალაქ ბორდოს სენტ-ანდრეს სახელობის საავადმყოფოში აიმაღლა. ფლობს ვიქტორ სეგალენის სახელობის ბორდოს

მეტის ნახვა
ტრავმატოლოგიის,ორთოპედიის და ხერხემლის ქირურგიის განყოფილების უფროსი

მერაბ ვარძუკაშვილი MD

ტრავმატოლოგიის,ორთოპედიის და ხერხემლის ქირურგიის განყოფილების უფროსი

მერაბ ვარძუკაშვილი MD

მერაბ ვარძუკაშვილი 48-წლიანი სამედიცინო გამოცდილების მქონე ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგია, რომელიც იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ტრავმატოლოგიის, ორთოპედიის და ხერხემლის ქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მან როსტოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა ამავე უნივერსიტეტში, ბავშვთა ორთოპედია-ტრავმატოლოგიის მიმართულებით განაგრძო. მერაბ ვარძუკაშვილმა პროფესიული მოღვაწეობაც საზღვარგარეთ დაიწყო. საქართველოში დაბრუნებამდე ის 5 წელი რუსეთში მუშაობდა. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს მერაბ ვარშუკაშვილი 2012

მეტის ნახვა
ხერხემლის ქირურგიის სამსახურის უფროსი

ირაკლი ვარძუკაშვილი MD, Professor

ხერხემლის ქირურგიის სამსახურის უფროსი

ირაკლი ვარძუკაშვილი MD, Professor

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, ირაკლი ვარძუკაშვილი 23-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პროფესიონალი ექიმია, რომელიც ორთოპედის, ტრავმატოლოგისა და ვერტებროლოგის სპეციალიზაციებს ფლობს. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ის ხერხემლის ცენტრს ხელმძღვანელობს. განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამკურნალო საქმის განხრით მიიღო, რის შემდეგაც სწავლა ჯერ აკად. ო. ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში განაგრძო, შემდეგ კი – თურქეთში, ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის მიმართულებით

მეტის ნახვა
ორთოდონტი

სოფო ვაშაძე, MD

ორთოდონტი

სოფო ვაშაძე, MD

სოფო ვაშაძე იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ორთოდონტია. კლინიკის გუნდს ის 2024 წლიდან შემოუერთდა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი და პოსტდიპლომური სწავლება ნიუ-დენტის სარეზიდენტო ბაზაზე ორთოდონტიის განხრით განაგრძო. კვალიფიკაცია გერმანიაში აიმაღლა, სადაც პრაქტიკული გამოცდილება (2-თვიანი სტაჟირება; 1-კვირიანი მასტერკლასი) ფორესტადენტის ქარხანაში მიიღო. სოფო ვაშაძის სამუშაო გამოცდილება 2017 წლიდან იწყება. ის მაღალხარისხიან ორთოდონტულ მომსახურებას უწევს როგორც

მეტის ნახვა
ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი

მაკა თევზაძე MD

ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი

მაკა თევზაძე MD

მაკა თევზაძე 15-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია. იკავებს მოზრდილ ბავშვთა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციას მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. არის საქართველოსა და ევროპის ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის საზოგადოებების წევრი. ასევე – საქართველოს პედიატრთა ასოციაციის წევრი. ეწევა აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობას (ლექტორი, ტრენერი) და ერთიანდება ვიანის პედიატრიულ სამედიცინო ექსპერტთა საბჭოში. გამოქვეყნებული აქვს არაერთი

მეტის ნახვა
ტრანსპლანტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი

სანდრო კილაძე MD

ტრანსპლანტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი

სანდრო კილაძე MD

სანდრო კილაძე იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ტრანსპლანტოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მისი სამედიცინო და სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფერო ზოგადი ქირურგია, ბავშვთა ქირურგია, ონკოქირურგია და ტრანსპლანტოლოგიაა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და კლინიკური ორდინატურა ზოგადი ქირურგიის მიმართულებით ბელარუსში (მინსკი) გაიარა. მუშაობდა მინსკში ორგანოთა ტრანსპლანტაციის განხრით, ასევე – მოსკოვის შუმაკოვის ცენტრის ორგანოთა გადანერგვის დეპარტამენტში. კვალიფიკაცია აიმაღლა თურქეთში, ხორვატიაში, უნგრეთსა და

მეტის ნახვა
ბავშვთა ქირურგი


მალხაზ კარტოზია, MD, Assoc. Prof

ბავშვთა ქირურგი


მალხაზ კარტოზია, MD, Assoc. Prof

მალხაზ კარტოზია 35-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ბავშვთა ზოგადი ქირურგია. ის იაშვილის კლინიკაში გახსნის დღიდან მუშაობს და პედიატრიულ პაციენტებს მძლავრ ქირურგიულ სერვისს აწვდის. დაამთავრა ქ. ივანოვის ა.ს. ბუბნოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი, მოგვიანებით კი სწავლა ბავშვთა ქირურგიის მიმართულებით განაგრძო. საექიმო პრაქტიკის პარალელურად, მალხაზ კარტოზია საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა. არის დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

მეტის ნახვა
ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი

ბიძინა კანაშვილი MD, Professor

ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი

ბიძინა კანაშვილი MD, Professor

მედიცინის აკადემიური დოქტორი და პროფესორი, ბიძინა კანაშვილი 14-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ქირურგიული ორთოპედ-ტრავმატოლოგია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ, მან პროფესიული განვითარება ორთოპედ-ტრავმატოლოგიის განხრით ჯერ ამავე უნივერსიტეტში განაგრძო, შემდეგ კი მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტის ბაზაზე მიიღო. პროფესიული გადამზადება ამერიკის შეერთებული შტატებში, ალფრედ ი. დუპონტის სახ. ბავშვთა საავადმყოფოში გაიარა. ასევე, წარმატებით დაასრულა ჰონგ-კონგის საუნივერსიტეტო

მეტის ნახვა
ოტორინოლარინგოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი

ვლადიმერ კვაჭანტირაძე MD

ოტორინოლარინგოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი

ვლადიმერ კვაჭანტირაძე MD

ვლადიმერ კვაჭანტირაძე 19-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ოტორინოლარინგოლოგი და ქირურგიული ლარინგოლოგია. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ოტორინოლარინგოლოგიის სამსახურს ხელმძღვანელობს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი და რეზიდენტურა ოტორინოლარინგოლოგიის განხრით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო დახელოვნების აკადემიაში გაიარა. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა ჰოსპიტალში ლარინგოლოგისა და ქირურგ-ლარინგოლოგის პოზიციებზე მუშაობდა. ვლადიმერ კვაჭანტირაძე არაერთი სამეცნიერო კონფერენციის და სამედიცინო სიმპოზიუმის

მეტის ნახვა
ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსი

ეკა კანდელაკი MD, Professor

ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსი

ეკა კანდელაკი MD, Professor

მედიცინის დოქტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ეკა კანდელაკი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების ხელმძღვანელია. მისი სამედიცინო და სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფეროა განვითარების პედიატრია, მაღალი რისკის ახალშობილების გაწერის შემდგომი მეთვალყურეობა, დღენაკლულთა კვება და იშვიათი დაავადებების მართვა. არის საქართველოს რესპირაციული საზოგადოების, საქართველოს პედიატრიის აკადემიის გამგეობის, ევროპის რესპირაციული აკადემიის, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის გამგეობისა

მეტის ნახვა
პედიატრი

ირმა კაკაურიძე, MD

პედიატრი

ირმა კაკაურიძე, MD

ირმა კაკაურიძე 15-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პედიატრია, რომლის პროფესიული მოღვაწეობა სწორედ იაშვილის ბავშვთა კლინიკიდან იწყება. ამჟამად ის ჰოსპიტალში პედიატრის და რეანიმატოლოგის პოზიციებს იკავებს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. სწავლა ამავე სასწავლებელში ჯერ ზოგადი პედიატრიის განხრით განაგრძო, შემდეგ კი მოიპოვა სახელმწიფო ლიცენზია ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით. ირმა კაკაურიძე საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა. ის დავით ტვილდიანის სამედიცინო

მეტის ნახვა
ენდოსკოპისტი

დავით კაპანაძე, MD

ენდოსკოპისტი

დავით კაპანაძე, MD

დავით კაპანაძე 19-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ქირურგია, რომელიც იაშვილის ბავშვთა კლინიკაში ენდოსკოპისტის პოზიციას იკავებს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მედიცინის განხრით, პოსტდიპლომური სწავლება კი ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე, სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო. პრაქტიკული გამოცდილება დასავლეთის წამყვან ქვეყნებში მიიღო. მათ შორის, გაიარა კომპლექსური ბარიატრიული ქირურგიის სრული კურსი ბრიუგეს წმ. სენტ-ჟანის ჰოსპიტალში (ბელგია); დავით კაპანაძემ კვალიფიკაცია რამდენიმე სპეციალიზაციით აიმაღლა.

მეტის ნახვა
ბავშვთა ენდოკრინოლოგი

თამთა კაპანაძე, MD


ბავშვთა ენდოკრინოლოგი

თამთა კაპანაძე, MD


თამთა კაპანაძე იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ბავშვთა ენდოკრინოლოგის პოზიციას იკავებს. ის კლინიკის გუნდს 2025 წელს შემოუერთდა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, რის შემდეგაც რეზიდენტურა ბავშვთა ენდოკრინოლოგიის მიმართულებით გაიარა. 10-წლიანი სამუშაო გამოცდილების ექიმი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია. თამთა კაპანაძე ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESPE), ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის საერთაშორისო საზოგადოების (ISPAD),

მეტის ნახვა
სტომატოლოგი

თამთა კვარაცხელია, MD

სტომატოლოგი

თამთა კვარაცხელია, MD

თამთა კვარაცხელია 14-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პროფესიონალია, რომელიც იაშვილის ბავშვთა კლინიკაში ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგის პოზიციას იკავებს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი, რის შემდეგაც სწავლა ქ. ხარკოვის დიპლომისშემდგომ სამედიცინო აკადემიაში თერაპიული სტომატოლოგიის განხრით განაგრძო. მოგვიანებით, დენტ-ივერი XXI-ის ბაზაზე მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატები პირის ღრუს ქირურგიულ სტომატოლოგიაში, ორთოპედიულ სტომატოლოგიასა და ბავშვთა სტომატოლოგიაში. მისი სამუშაო გამოცდილება ქალაქ ხარკოვის

მეტის ნახვა
ზოგადი ქირურგი

ალექსანდრე მიქელაძე

ზოგადი ქირურგი

ალექსანდრე მიქელაძე

ალექსანდრე მიქელაძე 19-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ექიმია. იაშვილის კლინიკაში ის ბავშვთა ქირურგის პოზიციას იკავებს. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტი. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ბავშვთა ქირურგიის მიმართულებით. მონაწილეობდა გაცვლითი პროგრამით თურქეთის ათათურქის უნივერსიტეტში, სადაც ბავშვთა ქირურგიის განხრით კვალიფიკაცია აიმაღლა. მისი პროფესიული საქმიანობა 2016 წლიდან იწყება. პარალელურად, ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობასაც.

მეტის ნახვა
პედიატრი

ნანა მეტრეველი, MD

პედიატრი

ნანა მეტრეველი, MD

ნანა მეტრეველი იაშვილის ბავშვთა კლინიკის პედიატრია, რომლის სამუშაო გამოცდილებაც 30 წელს აჭარბებს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პედიატრიის განხრით, კლინიკური ორდინატურა ბავშვთა მეხუთე საავადმყოფოს ბაზაზე გაიარა. მისი სამუშაო მოღვაწეობის პირველი წლები თეთრიწყაროდან იწყება, რის შემდეგაც თბილისში, N5 ბავშვთა საავადმყოფოს ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილების პედიატრი გახლდათ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს გუნდს 2006 წლიდან შემოუერთდა. აღსანიშნავია, რომ ნანა

მეტის ნახვა
ბავშვთა კარდიოლოგი

მერაბ მათიაშვილი

ბავშვთა კარდიოლოგი

მერაბ მათიაშვილი

მერაბ მათიაშვილი იაშვილის ბავშვთა კლინიკაში კარდიოლოგის პოზიციას იკავებს. მაღალკვალიფიციურ ექიმს თითქმის 50-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, რის შემდეგაც სუბორდინატურა და ინტერნატურა გაიარა და სახელმწიფო ლიცენზია მიიღო. სწავლის პარალელურად, მერაბ მათიაშვილი ფაქტობრივად გახსნის დღიდან შეუერთდა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გუნდს (1979წ), სადაც ჯერ მედდად, შემდეგ კი უმცროს ექიმად მუშაობდა.

მეტის ნახვა
ბავშვთა კარდიოლოგი

ქეთი მათიაშვილი MD

ბავშვთა კარდიოლოგი

ქეთი მათიაშვილი MD

ქეთი მათიაშვილი გამოცდილი კარდიოლოგი და კარდიოექოსკოპისტია, რომელიც მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს 2011 წელს შემოუერთდა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი. 3-წლიანი რეზიდენტურა ჯერ პედიატრიაში გაიარა, შემდეგ კი წარმატებით დახურა რეზიდენტურის კურსი ბავშვთა კარდიოლოგიასა და რევმატოლოგიაში. მოგვიანებით, ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე შეისწავლა ექოკარდიოგრაფიაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ქეთი მათიაშვილმა კლინიკური სტაჟირება ბარსელონას უნივერსიტეტის

მეტის ნახვა
სტომატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი

ნაი მახაჭაძე

სტომატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი

ნაი მახაჭაძე

ნაი მახაჭაძე 12-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე სტომატოლოგია. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში სტომატოლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობს და ბავშვებსა და მოზარდებს სრულფასოვან სერვისს აწვდის. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, რის შემდეგაც სწავლა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტომატოლოგიის განხრით განაგრძო. ამავე მიმართულებით წარმატებით დაამთავრა „უნიდენტის“ სარეზიდენტო პროგრამა, შემდეგ კი გაიარა ქირურგიული სტომატოლოგიის რეზიდენტურა „დენტივერი 21“-ში. ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს

მეტის ნახვა
პედიატრი

ანა მაღრაძე

გინეკოლოგი

ეთუკა მარგალიტაძე, MD

გინეკოლოგი

ეთუკა მარგალიტაძე, MD

ეთუკა მარგალიტაძე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ბავშვთა და მოზრდილთა გინეკოლოგი, ლაპარასკოპიული ქირურგი და ონკოლოგიური გინეკოლოგია. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ის გინეკოლოგის პოზიციას იკავებს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (სამკურნალო საქმე) დამთავრების შემდეგ, ეთუკა მარგალიტაძემ პოსტდიპლომური განათლება მეანობა-გინეკოლოგიის განხრით, თსსუ-ს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში მიიღო. წლების განმავლობაში კვალიფიკაცია აიმაღლა მომიჯნავე პროფილებით ევროპის წამყვან

მეტის ნახვა
ბავშვთა გასტროენტეროლოგი

დავით მახათაძე, MD

ბავშვთა გასტროენტეროლოგი

დავით მახათაძე, MD

დავით მახათაძე 47-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური პროფესიონალია, რომელიც იაშვილის  ბავშვთა კლინიკაში გასტროენტეროლოგის პოზიციას იკავებს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. სწავლა ბავშვთა გასტროენტეროლოგიის მიმართულებით ჯერ ამავე უნივერსიტეტში, შემდეგ კი მოსკოვის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო. ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს პედიატრიასა და ბავშვთა გასტროენტეროლოგიაში. დავით მახათაძე პერმანენტულად მონაწილეობს სამედიცინო ტრენინგებსა და კონფერენციებში. მათ შორის, კლინიკური კვლევის

მეტის ნახვა
პედიატრი

სოფიო ნიკოლაძე

პედიატრი

სოფიო ნიკოლაძე

სოფიო ნიკოლაძე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პედიატრია. მისი პირველი პროფესიული ნაბიჯები 2012 წელს, სწორედ იაშვილის კლინიკიდან იწყება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (მედიცინის ფაკულტეტი) დამთავრების შემდეგ, სოფიო ნიკოლაძემ დიპლომისშემდგომი განათლება სამი სპეციალიზაციით მიიღო. ფლობს სახელმწიფო ლიცენზიებს პედიატრიის, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინისა და ბავშვთა ინფექციონისტის მიმართულებებით. სოფიო ნიკოლაძე აქტიურად არის ჩართული როგორც კლინიკურ, ისე

მეტის ნახვა
ალერგოლოგი

დიანა ნარსია MD

ალერგოლოგი

დიანა ნარსია MD

დიანა ნარსია მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ალერგოლოგის პოზიციას იკავებს. ის კლინიკის გუნდს 2021 წლიდან შემოუერთდა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რის შემდეგაც პოსტდიპლომური განათლება ამავე უნივერსიტეტში, ალერგოლოგია-იმუნოლოგიის განხრით მიიღო. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 14-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ექიმი პერმანენტულად იღებს მონაწილეობას სამედიცინო კონფერენციებსა და სემინარებში. მისი სპეციალიზაცია მოიცავს ალერგოლოგიასა და იმუნოლოგიას. დიანა ნარსია საქართველოს

მეტის ნახვა
ზოგადი ქირურგი, ენდოსკოპისტი

იური ნადირაშვილი

ზოგადი ქირურგი, ენდოსკოპისტი

იური ნადირაშვილი

იური ნადირაშვილი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგი და ენდოსკოპისტია. 35-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, იაშვილის კლინიკაში საექიმო პრაქტიკის დაწყების დღიდან მუშაობს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი. ინტერნატურაში სწავლა ამავე უნივერსიტეტში, იაშვილის კლინიკის ბაზაზე განაგრძო და ბავშვთა ქირურგიაში დახელოვნდა. მოგვიანებით, კვალიფიკაცია აიმაღლა ენდოსკოპიის მიმართულებითაც. იური ნადირაშვილი საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრია. წლების განმავლობაში

მეტის ნახვა
რადიოლოგიური დიაგნოსტიკის სამსახურის უფროსი

დარეჯან სტურუა MD, Professor

რადიოლოგიური დიაგნოსტიკის სამსახურის უფროსი

დარეჯან სტურუა MD, Professor

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და დავით ტვილდიანის სახელობის უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტის” რადიოლოგიის კათედრის სრული პროფესორი, დარეჯან სტურუა იაშვილის ბავშვთა ჰოსპიტალში რადიოლოგიური დიაგნოსტიკის სამსახურს ხელმძღვანელობს. მისი სამედიცინო და სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფეროა ზოგადი რადიოლოგია, ზოგადი რენტგენოლოგია და პედიატრიული რადიოლოგია. დარეჯან სტურუა არის საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის, ევროპის რადიოლოგთა საზოგადოებისა (ESR) და ევროპის რესპირაციული საზოგადოების

მეტის ნახვა
ჩვილ ბავშვთა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი

ნინო სოლომონია MD

ჩვილ ბავშვთა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი

ნინო სოლომონია MD

ნინო სოლომონია ნეონატოლოგიის მიმართულებით 20-წლიანი გამოცდილების ექიმი, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასოციაციის ბორდის წევრია. ის იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა კრიტიკული მედიცინის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ასევე, კოორდინაციას უწევს ნეონატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამას „ვიანში.” დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პედიატრიის განხრით, ინტერნატურის პროგრამა გაიარა პედიატრიის მიმართულებით მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში. საზღვარგარეთ გამგზავრებამდე

მეტის ნახვა
პედიატრი/ინფექციონისტი

ნინო სირაძე

პედიატრი/ინფექციონისტი

ნინო სირაძე

ნინო სირაძე იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინფექციონისტის პოზიციას იკავებს. არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომლის პროფესიული განათლება და კვალიფიკაცია მოიცავს არაერთ საერთაშორისო სემინარსა და სწავლებას დასავლეთის წამყვან კლინიკებში. მათ შორისაა: ზალცბურგის CHOP სემინარები ზოგად პედიატრიასა და ბავშვთა გადაუდებელ მედიცინაში, რომლებიც ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტალისა და გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გაიმართა (ავსტრია); ევროპის რესპირატორული საზოგადოების (ERS) კვლევითი

მეტის ნახვა
ონკო-ჰემატოლოგიის განყოფილების უფროსი

ნინო ტოტოღაშვილი MD, Assistant Professor

ონკო-ჰემატოლოგიის განყოფილების უფროსი

ნინო ტოტოღაშვილი MD, Assistant Professor

მედიცინის დოქტორი, ნინო ტოტოღაშვილი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია. ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს ჰემატოლოგიის, ონკოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის მიმართულებებით. მედიცინის დოქტორის სტატუსი ქალაქ ფრაიბურგის უნივერსიტეტის ბაზაზე მიიღო. ორწლიანი კლინიკური სტაჟირება ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოჰემატოლოგიურ ცენტრში ჰემატოლოგიური, ონკოლოგიური და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მიმართულებით გაიარა. პერიოდულად, სხვადასხვა ხანგრძლივობის სტაჟირებას ამერიკისა და გერმანიის კლინიკებში გადის. ნინო ტოტოღაშვილი მწვავე ლიმფოიდური ლეიკემიის

მეტის ნახვა
კლინიკური საბჭოს ნევროლოგიის მიმართულების უფროსი

ნანა ტატიშვილი Full Professor

კლინიკური საბჭოს ნევროლოგიის მიმართულების უფროსი

ნანა ტატიშვილი Full Professor

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და სრული პროფესორი, ნანა ტატიშვილი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ნევროლოგიის, ნეიროქირურგიისა და ფსიქიატრიის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. ასევე, არის კლინიკური საბჭოს ნევროლოგიის მიმართულების უფროსი. ნანა ტატიშვილის სახელი იაშვილის კლინიკას 1999 წლიდან უკავშირდება. არის: • საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი; • ა. ლაჭყეპიანის სახელობის საქართველოს პედიატრ-ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი; • ევროპის

მეტის ნახვა
ნეიროქირურგი

ლევან ტარუაშვილი

იმუნოლოგი

რიტა ფაჩუაშვილი

იმუნოლოგი

რიტა ფაჩუაშვილი

რიტა ფაჩუაშვილი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ექიმი-პედიატრია და კლინიკის იმუნიზაციის სამსახურს ხელმძღვანელობს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი. მოგვიანებით კი რეზიდენტურა ამავე უნივერსიტეტში, ზოგადი პროფილით გაიარა. აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის 35-წლიანი გამოცდილება. მათ შორის – გავლილი აქვს სპეციალური მომზადება მაღალი რისკის ბავშვების იმუნიზაციაში. რიტა ფაჩუაშვილი საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრია. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა

მეტის ნახვა
გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი

ნინო ქიქოძე MD

გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი

ნინო ქიქოძე MD

ნინო ქიქოძე საქართველოში ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილების ერთ-ერთი დამფუძნებელია. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა 2004 წელს ER-ის პირველი დეპარტამენტი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში, რასაც ეტაპობრივად მოჰყვა „ემერჯენსის“ სერვისის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პედიატრიის განხრით და დიპლომისშემდგომი განათლება რეანიმატოლოგიის მიმართულებით ამავე სასწავლებელში მიიღო. მედიცინის დოქტორის ხარისხი 2001 წელს, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ბაზაზე, პედიატრიული

მეტის ნახვა
ოტორინოლარინგოლოგი

ვაჟა ქათამაძე

ოტორინოლარინგოლოგი

ვაჟა ქათამაძე

ვაჟა ქათამაძე ბავშვთა და მოზრდილთა ოტორინოლარინგოლოგია, რომელიც იაშვილის სახელობის კლინიკაში პედიატრიულ პაციენტებს ემსახურება. მისი პროფესიული ინტერესები საკმაოდ მრავალფეროვანია. თავდაპირველად, ვაჟა ქათამაძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდა. შემდეგ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე ჩააბარა და ბაკალავრის დიპლომი მიიღო. რეზიდენტურაზე სწავლა კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ოტორინოლარინგოლოგიის მიმართულებით განაგრძო. რეზიდენტურაზე სწავლის

მეტის ნახვა
პედიატრი

თამარ ქრისტესაშვილი

სტომატოლოგი

თამარ ქუჩიშვილი

სტომატოლოგი

თამარ ქუჩიშვილი

თამარ ქუჩიშვილი ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგი, თერაპევტი და პირის ღრუს ქირურგია. იაშვილის კლინიკის გუნდს ის 2025 წელს შემოუერთდა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება (რეზიდენტურა) ბავშვთა და მოზრდილთა თერაპიული სტომატოლოგიის განხრით, სასწავლო კვლევით ცენტრ „უნიდენტში” მიიღო. 2023 წელს კი  სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტივერში” პირის ღრუს ქირურგია შეისწავლა. ახალგაზრდა სტომატოლოგს გავლილი აქვს პროფესიული

მეტის ნახვა
ოფთალმოლოგი

ნათია ქესანაშვილი

ოფთალმოლოგი

ნათია ქესანაშვილი

ნათია ქესანიშვილი ბავშვთა და მოზრდილთა ოფთალმოლოგია და პედიატრიულ პაციენტებს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ემსახურება. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და რეზიდენტურაზე სწავლა კვლავ თსსუ-ში, ოფთალმოლოგიის მიმართულებით განაგრძო. 2013 წლიდან ის აქტიურად არის ჩართული პროფესიული განვითარების კურსებსა და სწავლებებში. თითქმის ყოველწლიურად მონაწილეობს ორთოპტიკის საერთაშორისო კონგრესში (TIOC). ასევე რამდენჯერმე იმყოფებოდა ევროპის პედიატრიული ოფთალმოლოგიის საზოგადოების (EPOS)

მეტის ნახვა
ნევროლოგიის განყოფილების უფროსი

თეონა შათირიშვილი MD, Professor

ნევროლოგიის განყოფილების უფროსი

თეონა შათირიშვილი MD, Professor

მედიცინის აკადემიური დოქტორი და პროფესორი, თეონა შათირიშვილი 20-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ნევროლოგი და კლინიკური ელექტროფიზიოლოგია ( EMG, EEG, IONM), რომელიც იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ნევროლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და დიპლომისშემდგომი განათლება მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე, ბავშვთა ნევროლოგიის განხრით მიიღო. კვალიფიკაცია ევროპის ქვეყნებში, მათ შორის – იტალიაში, ესპანეთსა და ბრიტანეთში

მეტის ნახვა
ონკოჰემატოლოგიის სამსახურის უფროსი

ასმათ შენგელაია DMSc, Professor

ონკოჰემატოლოგიის სამსახურის უფროსი

ასმათ შენგელაია DMSc, Professor

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ს პროფესორი ასმათ შენგელაია 47-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე წამყვანი პედიატრიული ონკოჰემატოლოგია ქვეყანაში, რომელიც იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ონკო-ჰემატოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. დაამთავრა თსსუ-ს პედიატრიის ფაკულტეტი, რის შემდეგაც კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიის პროფილით გაიარა. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (ქ. მოსკოვი) და მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის წოდება. 1998 წელს კი მორიგი სადოქტორო დისერტაციით

მეტის ნახვა
პედიატრი

ნათია ჩხაიძე

პედიატრი

ნათია ჩხაიძე

ნათია ჩხაიძე გამოცდილი ექიმი-პედიატრია, რომელიც მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რესპირაციული მედიცინის განყოფილებაში პედიატრის პოზიციას იკავებს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი და გადაუდებელ მედიცინაში თსსუ-ს საზაფხულო კლინიკური სტაჟირება გაიარა. პედიატრიის განხრით რეზიდენტურაში ამავე უნივერსიტეტში ისწავლა და პედიატრის სახელმწიფო ლიცენზია მოიპოვა. ნათია ჩხაიძე აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა. არის თსსუ-ს მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის

მეტის ნახვა
ორთოპედ/ტრავმატოლოგი

სოსო ჩიხლაძე, MD

ორთოპედ/ტრავმატოლოგი

სოსო ჩიხლაძე, MD

სოსო ჩიხლაძე ახალგაზრდა ორთოპედ-ტრავმატოლოგია. იაშვილის ბავშვთა კლინიკას ის 2019 წლიდან შემოუერთდა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რის შემდეგაც პოსტდიპლომური სწავლება ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის მიმართულებით განაგრძო და სახელმწიფო ლიცენზია მოიპოვა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ხერხემლის დეფორმაციები და ბავშვთა და მოზრდილთა ორთოპედ-ტრავმატოლოგია. სოსო ჩიხლაძე საექიმო პრაქტიკის გარდა, ეწევა აკადემიურ საქმიანობასაც. ის 2022 წლიდან „ალტე უნივერსიტეტის“ მოწვეული

მეტის ნახვა
ორთოპედ/ტრავმატოლოგი

სოსო ჩაბაკაური MD

ორთოპედ/ტრავმატოლოგი

სოსო ჩაბაკაური MD

სოსო ჩაბაკაური ახალგაზრდა ორთოპედ-ტრავმატოლოგია, რომელიც პედიატრიულ პაციენტებს ამავე მიმართულებით იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ემსახურება. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. პოსტდიპლომური განათლება ჯერ უკრაინაში, კიევის პ.ლ. შუპიკის სახელობის დიპლომისშემდგომ ნაციონალურ სამედიცინო აკადემიაში მიიღო, მოგვიანებით კი საქართველოში დაბრუნდა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ტრავმატოლოგიის განხრით ისწავლა. სოსო ჩაბაკაურის პირველი ნაბიჯები უმცროსი ექიმის რანგში სწორედ იაშვილის ბავშვთა

მეტის ნახვა
კლინიკური საბჭოს პედიატრიის მიმართულების უფროსი

ნანა ცხაკაია DMSc, Professor

კლინიკური საბჭოს პედიატრიის მიმართულების უფროსი

ნანა ცხაკაია DMSc, Professor

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, ნანა ცხაკაია 50-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პედიატრი, ბავშვთა პულმონოლოგი და ფთიზიატრია, რომელიც რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში პედიატრიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს. მისი პროფესიული მოღვაწეობა იაშვილის ბავშვთა კლინიკას 1976 წლიდან უკავშირდება. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი. კლინიკური ორდინატურა ფთიზიატრიაში თსსუ-ს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა კათედრაზე გაიარა, ხოლო ასპიტანტურაში პედიატრიის განხრით ისწავლა. 1988

მეტის ნახვა
ყბა-სახის ქირურგიის სამსახურის უფროსი

ნათია ცერცვაძე

ყბა-სახის ქირურგიის სამსახურის უფროსი

ნათია ცერცვაძე

ნათია ცერცვაძე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ყბა-სახის ქირურგიის სამსახურს ხელმძღვანელობს. არის ბავშვთა და მოზრდილთა ყბა-სახის ქირურგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი, რის შემდეგაც რეზიდენტურა ყბა-სახის ქირურგიის მიმართულებით  გაიარა. კვალიფიკაცია დასავლეთის ქვეყნებში აიმაღლა. მათ შორის, ნათია ცერცვაძე აქტიურად თანამშრომლობს პარიზის ნეკერის ბავშვთა ჰოსპიტლის ყბა-სახის ქირურგიული მიმართულების ექიმებთან. მონაწილეობა მიიღო კრანიო-ფრონტო-ნაზალური სინოსტოზების მქონე პაციენტებში

მეტის ნახვა
რესპირაციული და აბდომინური განყოფილების უფროსი

სოფო ცერცვაძე MD

რესპირაციული და აბდომინური განყოფილების უფროსი

სოფო ცერცვაძე MD

სოფიო ცერცვაძე თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედიატრია. არის ამერიკული პროგრამის პედიატრიული კლერკშიფის პედაგოგი, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის პედიატრიული მოდულის ლექტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი. კლინიკური სტაჟირება გაიარა ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ავსტრია), ევროპის რესპირაციული საზოგადოების საზაფხულო პედიატრიულ სკოლაში და ემორის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ატლანტა, აშშ). ასევე, გაიარა

მეტის ნახვა
ორთოპედ/ტრავმატოლოგი

ლაშა ძიძიგური

ორთოპედ/ტრავმატოლოგი

ლაშა ძიძიგური

ლაშა ძიძიგური იაშვილის ბავშვთა კლინიკის 35-წლიანი გამოცდილების მქონე ორთოპედ-ტრავმატოლოგია, რომელსაც გამორჩეული კლინიკური სწავლება აქვს მიღებული ამერიკის, სერბეთის, შვეიცარიის, უკრაინის, საბერძნეთის და სომხეთის წამყვან სამედიცინო ცენტრებში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი, ინტერნატურა კი თბილისის ბავშვთა მე-2 საავადმყოფოს ქირურგიის განყოფილებასა და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტში გაიარა. ფლობს სახელმწიფო ლიცენზიებს სერტიფიკატი ბავშვთა ქირურგიაში, ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში. ლაშა

მეტის ნახვა
აბდომინური, ზოგადი და თორაკო ქირურგიის განყოფილების უფროსი

ლევან ხარაშვილი MD

აბდომინური, ზოგადი და თორაკო ქირურგიის განყოფილების უფროსი

ლევან ხარაშვილი MD

ლევან ხარაშვილი 17-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ბავშვთა ქირურგია. მისი სპეციალიზაციაა ბავშვთა ზოგადი და გულმკერდის ქირურგია, ასევე – ლაპარასკოპიული და თორაკოსკოპიული ქირურგიული პროცედურები და ენდოსკოპიური სამკურნალო და სადიაგნოსტიკო მანიპულაციები. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ხოლო სპეციალიზაცია ბავშვთა ქირურგიაში პროფესორ პაატა გვეტაძის ხელმძღვანელობით გაიარა. 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტს იაშვილის კლინიკაში, ამჟამად კი აბდომინური, ზოგადი

მეტის ნახვა
ნეიროქირურგიის სამსახურის უფროსი

ვლადიმერ წიქარიშვილი MD, PhD

ნეიროქირურგიის სამსახურის უფროსი

ვლადიმერ წიქარიშვილი MD, PhD

მედიცინის დოქტორი, ვლადიმერ წიქარიშვილი ქვეყნის წამყვანი ნეიროქირურგია, რომელიც იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ნეიროქირურგიის სამსახურს ხელმძღვანელობს. მის სახელს უკავშირდება ასობით ურთულესი ოპერაცია თავის ტვინზე ჩვილებსა და ბავშვებში. არის საქართველოს ნეიროქირურგთა საზოგადოების, ამერიკის ნეიროქირურგთა ასოციაციის (AANS), ამერიკის ნეიროქიირურგთა კონგრესის (CNS), ევროპის ნეიროქირურგიულ საზოგადოებათა ასოციაციის (EANS) და ხერხემლის სამეცნიერო საზოგადოების ევროპული სექციის (AOSpine) წევრი. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო

მეტის ნახვა
ოფთალმოლოგი

ზაზა ხოტენაშვილი

ოფთალმოლოგი

ზაზა ხოტენაშვილი

ზაზა ხოტენაშვილი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ოფთალმოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მას პროფესიული საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი და ინტერნატურაში სწავლა ეროვნული ოფთალმოლოგიური ცენტრის ბაზაზე განაგრძო. კვალიფიკაცია არაერთ წამყვან კლინიკაში აიმაღლა. მათ შორის, საზოგადოება Surgical Eye Expedition International (USA) ეგიდით 4 წლის განმავლობაში იმყოფებოდა აშშ-ში. მოგვიანებით, კლინიკური სტაჟირება ფილადელფიაში,

მეტის ნახვა
ბავშვთა ქირურგი

თენგიზ წითლიძე, MD

ბავშვთა ქირურგი

თენგიზ წითლიძე, MD

თენგიზ წითლიძე 50-წლიანი საექიმო გამოცდილების მქონე ზოგადი ქირურგია, რომელიც იაშვილის კლინიკაში ბავშვთა ქირურგის პოზიციას იკავებს. თენგიზ წითლიძემ განათლება რუსეთში მიიღო. ჯერ ლენინგრადის პედიატრიის სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა, შემდეგ კი კლინიკური ორდინატურა მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტში გაიარა. სწავლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ზოგადი ქირურგი საქართველოში დაბრუნდა. იყო სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგი, შემდეგ კი – სოხუმის ბავშვთა

მეტის ნახვა
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სამსახურის უფროსი

ნინო წერეთელი MD

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სამსახურის უფროსი

ნინო წერეთელი MD

ნინო წერეთელი 30-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე რადიოლოგია. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობს. 2020 წლიდან არის TOT ტრენერი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი და დიპლომისშემდგომი სწავლებაც ამავე მიმართულებით განაგრძო. სამედიცინო სტაჟირება კლინიკური მედიცინის ინსტიტუტში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მიმართულებით გაიარა. 2006 წელს მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი რადიოლოგიაში. ნინო წერეთელმა კვალიფიკაცია სხვადასხვა ქვეყანაში აიმაღლა. მათ შორის,

მეტის ნახვა
რევმატოლოგიის სამსახურის უფროსი

გვანცა ჯაჯანიძე MD

რევმატოლოგიის სამსახურის უფროსი

გვანცა ჯაჯანიძე MD

გვანცა ჯაჯანიძე იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში რევმატოლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობს. არის: • ევროპის პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის (PreS) წევრი; • ევროპის რევმატოლოგთა ლიგის (EULAR) წევრი; • ევროპის პედიატრ-რევმატოლოგთა კვლევითი ორგანიზაციის წევრი; • საქართველოს რევმატოლოგთა კავშირის წევრი; • საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრი; • ევროპის ახალგაზრდა რევმატოლოგთა გაერთიანების (EMERGE) საქართველოს წარმომადგენელი; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი და დიპლომისშემდგომი სწავლება

მეტის ნახვა